საჯარო ბაღის ყოფილ აღმზრდელს, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს, დირექტორი დადებითად ახასიათებს.
25-ე საჯარო ბაგა-ბაღის დირექტორი, თიკო ნოზაძე აღნიშნავს, რომ ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილს ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდა ბავშვებთან და ის ერთ-ერთ საუკეთესო აღმზრდელად ითვლებოდა.
დაკავებული ბაღში სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. სასამართლოს დასრულებამდე მას ახლა სტატუსი შეჩერებული აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო ბაღის აღმზრდელი, 1975 წელს დაბადებული მ.რ. ნარკოდანაშაულისთვის 4 იანვარს დააკავეს, ამოღებულია 130 აბი სუბოტექსი.
ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.