დაკავება ფულის გამოძალვის ფაქტზე

ბიზნესმენისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის საქმე გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

დაკავებულია ერთი პირი. ის ვალეში აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ახალციხეში ბიზნესმენს მუქარის წერილებს უგზავნიდა და მისგან 50 000 ლარის გამოძალვას ცდილობდა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.