არასრულწლოვნების ტრეფიკინგის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიების მასალების მიხედვით, ბიძა დისშვილებზე ორი წლის განმავლობაში ფიზიკურად ძალადობდა და მათ ქუჩაში მოწყალების მიღებას აიძულებდა. არსებობს ძალადობრივი ქმედებების ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალაც. როგორც ჩანს, ძალადობაში ბრალდებულს და მის მსხვერპლ მოზარდებს შინაგან საქმეთა სამინისტრო თვეების განმავლობაში უთვალთვალებდა. ამ მომენტისთვის 10 და 13 წლის ასაკის მოზარდები ფსიქოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.