დაგროვებითი საპენსიო სისტემა

ერთ თვეზე ნაკლები რჩება საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებამდე. რეფორმაზე მოქალაქეებს ინფორმაცია ნაკლებად აქვთ.

საპენსიო სააგენტო საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებას გეგმავს. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შემადგენლობა, რომელიც მოქალაქეთა შენატანების მართვაზეა პასუხისმგებელი, ამ დრომდე უცნობია.