კერძო კომპანიები, რომლებიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის ფარგლებში ვალდებულებას არ შეასრულებენ, ჯარიმა დაეკისრებათ. პირველ ჯერზე 500, განმერობით შემთხვევაში კი – 1000 ლარის ოდენობით. თუმცა ეკონომიკის სამინისტროში დარწმუნებული არიან რომ საჯარიმო სანქციების გამოყენების აუცილებლობა არ დადგება.
დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას ინიციატორები 2018 წლის სექტემბრიდან გეგმავენ. მანამდე კი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას პარლამენტი მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიიდან იწყებს.