„მოამბის“ გადამღები ჯგუფი ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე ქალაქებში ჩავიდა.
ცეცხლი არ წყდება. საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დღეს 64-ჯერ დაირღვა. დასახლებულ პუნქტებზე იერიშის მისატანად გამოიყენეს გრადებიც. მსხვერპლია სამხედროებს შორის, არიან დაჭრილები. ჩვენი ჟურნალისტი დღეს დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში იმყოფებოდა. ეს არის უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ქალაქი, სადაც ახლა უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბია განთავსებული. 2014 წლის მოვლენების დასაწყისში სწორედ ეს ქალაქი მოექცა სამხედრო მოქმედებების ეპიცენტრში. „მოამბის“ ჟურნალისტი ჩავიდა დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკიშიც. პუტინის 21 თებერვლის გადაწყვეტილების შემდეგ მოსახლეობა შეშინებულია.
ქალაქ კრამატორსკიდან ლევან ახალაია საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციაზე მოგვაწვდის ინფორმაციას.