ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა გუშინ ღამით ახმეტაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა. მას ჭრილობები გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. 30 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ ახმეტის, შემდეგ კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. დაჭრილი მამაკაცი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.