დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა. კვირეულის ფარგლებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებული სამხედროები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ. ღონისძიების დასასრულს გაიმართა კონცერტიც.