მმართველი გუნდისა და ოპოზიციისთვის დეპოლარიზების გზა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან ერთად, საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევაზე გადის, თუმცა ოპონენტები საკონსტიტუციო ცვლილების დროზე ვერ თანხმდებიან.
მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილი, საარჩევნო ბარიერის დაწევას კანდიდატის სტატუსის გარკვევამდე იმისთვის ითხოვს, რომ დეპოლარიზაციის პროცესში სახელისუფლებო პარტიამ მათი ნდობა დაიმსახუროს.
მმართველი გუნდის პოზიცია კი უცვლელია: კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემდეგ იქნება მიღებული და მათი თქმით, პოლარიზაციას სწორედ ეს პროცესი შეამცირებს.
რა შანსები აქვთ მცირე პარტიებს დაბალი ბარიერის პირობებში და საბოლოოდ, მიიღებენ თუ არა მმართველი გუნდის შეთავაზებას – ნათია ქენქაძე დეტალებით.