შალვა პაპუაშვილის განცხადება

ლგბტ თემის პროპაგანდა მსოფლიო გამოწვევაა – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი არხის გადაცემაში, „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ ისაუბრა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართველ ხალხს აქვს უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი ღირებულებები, ამისთვის კი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია 16 აპრილის კვირაში შეიქმნება.

პარლამენტის თავმჯდომარეს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერაში ოპოზიციის იმედი არ აქვს.

ინტერვიუ შალვა პაპუაშვილთან #აქტუალურითემა მაკა ცინცაძესთან ერთად – 4 აპრილი, 2024 #LIVE