პანდემიის გამო დაზარალებული სფეროებისთვის ხვალიდან ეკონომიკის მასტიმულირებელი პროგრამები ამოქმედდება. განსაკუთრებული აქცენტი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე კეთდება. პროგრამა მრავალფეროვანია და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს – მათ შორისაა ფერმერების ფინანსური დახმარება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, შეღავათიანი კრედიტების გაცემა, ასევე, საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისთვის დახმარების პაკეტების ამოქმედება, ბიზნეს-სუბიექტებისთვის კი სესხების თანადაფინანსება და საგარანტიო პროგრამებში ჩართვა.
რა პროცედურების გავლაა საჭირო პროგრამებით სარგებლობისთვის – მარიამ ბერძენიშვილი თემის დეტალებით.