ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებითი გუნდი მორიგ აღიარებას აღნიშნავს. მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი „ევროპის კინემატოგრაფიის ჯილდოს“ ნომინანტებს შორის მოხვდა. მასთან ერთად, ნომინირებულთა შორის არის ანტონიო ბანდერასი ფილმისთვის „ტკივილი და დიდება“.
ნომინაციაზე სულ ექვსი მსახიობი მამაკაცია წარდგენილი. დაჯილდოების ცერემონია 7 დეკემბერს ბერლინში გაიმართება. ასევე, როგორც იცით, მინსკში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან აკინის ფილმისთვის „და ჩვენ ვიცეკვეთ“, ლევან გელბახიანი საუკეთესო მსახიობ მამაკაცად დაასახელეს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ქართველ კინემატოგრაფისტებს ოთხი ჯილდო გადაეცათ. კინოფესტივალზე 50 ქვეყნიდან 154 ფილმი უჩვენეს.