ხეების უკანონოდ ჭრის გახშირებული შემთხვევების შესამცირებლად სატყეო რეფორმა იწყება.
პირველ ეტაპზე შეზღუდვები შეშის და იმ სხვა სამერქნე მასალების მოხმარებაზე დაწესდება, რომლებსაც სოციალური დანიშნულება აქვს. კერძოდ, კონკრეტული სოფლის მცხოვრებლები ტყეში ვეღარ შევლენ და გამგეობის მიერ ადგილობრივებისთვის გამოყოფილი ტერიტორიიდან სამერქნე მასალებს ვეღარ მოიპოვებენ.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ მარტო 2017 წელს ხე-ტყის უკანონო ჭრის 1700-ზე მეტი ფაქტი და ხე-ტყის ტრანსპორტირების 1 400 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული რაიონისთვის ან ოჯახისთვის გამოყოფილი სამერქნე მასალა სხვა მისამართზე მოხვდა.
მაკა ხარაზიშვილი არკვევდა, რა იცვლება მოქმედ კანონში.