პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები ინიცირდება.
ცვლილებები ე.წ. ქუჩურ გარჩევებს ეხება, რომლის გათვალისწინებით, დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრება ან შეკრების ორგანიზება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.
კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია როგორც ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ასევე შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა.
კანონპროექტით, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდება, თუ ამის თაობაზე ნებაყოფლობით სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს განუცხადებს, ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნას და მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.