მსჯავრდებული შავლეგო ლომაიას მამა სასამართლოს განაჩენს აპროტესტებს

სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ მსჯავრდებული შავლეგო ლომაიას მამამ პრემიერთან, იუსტიციის მინისტრთან და გენერალურ პროკურორთან შეხვედრის მიზნით, თბილისის მიმართულებით აქცია-მსვლელობა დაიწყო.

მსჯავრდებულის ოჯახის თქმით, ისინი სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ უკანონო და დაუსაბუთებელ განაჩენს აპროტესტებენ. როგორც დაკავებულის ადვოკატი, ზაალ დავითაია ამბობს, აღნიშნულ საქმეში მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტები ფიქსირდება.

შავლეგო ლომაია 2017 წლის 20 მარტს დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით ცემასა და 181-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძალვას ედავებიან. ლომაიას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა სენაკის რაიონულმა სასამართლომ მიუსაჯა.

 

დატოვე კომენტარი