პარლამენტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტის ექვსი თვით გაგრძელებას უყრის კენჭს. პროექტი მთავრობას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შეზღუდვების დაწესების უფლებას აძლევს. ინიციატორების განმარტებით, ვადის ექვსი თვით გაგრძელების მიზანია, პანდემიის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაცვა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ზომების მიღება.
დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, პირველად, როდესაც ეს კანონპროექტი დამტკიცდა, მაისში ოპონენტების მხრიდან იყო შიში, რომ მმართველი გუნდი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებდა, რასაც ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია.