ცვლილებები რეგიონულ პოლიტიკაში

მესტიაში არ იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, რომელმაც დღეს დილით თანამდებობა დატოვა.

პრემიერმა ხუთი რეგიონის რწმუნებულები დაკავებული პოსტებიდან გაათავისუფლა. სამუშაო ადგილები მხოლოდ გურიის, კახეთის და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო ქართლის გუბერნატორებმა შეინარჩუნეს. რა ნიშნით მოხდა მათი შერჩევა, მთავრობის მეთაურს არ დაუკონკრეტებია. მამუკა ბახტაძე ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა და საკუთარი  გადაწყვეტილება რეგიონების მართვის ახალი მიდგომებით ახსნა. პარალელურად რეგიონების სამართავად მთავრობის ადმინისტრაციაში ახალი რგოლი შეიქმნა.