ცვლილებები ქირურგიული სერვისების დაფინანსებაში

ექიმთა ნაწილის პროტესტის შემდეგ ცოტა ხნის წინ ამოქმედებული დიარჯის სისტემა დაკორექტირდება. საუბარია მოდელზე, რომელიც ყველა კლინიკისთვის ერთი და იმავე სამედიცინო სერვისის თანაბარ დაფინანსებას გულისხმობს.

მას შემდეგ, რაც მედიკოსების ნაწილმა დაფინანსების სიმცირის გამო ოპერაციების ჩატარებაზე უარი თქვა და არგუმენტად უხარისხოდ შესრულებული ქირურგიული ჩარევის რისკი მოიყვანა, ჯანდაცვის სამინისტრომ ტარიფების გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო. მაღალტექნოლოგიური ოპერაციების ტარიფი, დიდი ალბათობით, გაიზრდება. მომავალში სხვა ცვლილებების ამოქმედებაც არ არის გამორიცხული.