ცვლილებები მართვის მოწმობის გამოცდაში

მართვის მოწმობის აღება რთულდება. თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად მოქალაქეებს დამატებით 51 ბილეთის სწავლა მოუწევთ.

საგამოცდო მასალებში შეტანილი ახალი ტესტები ეკოლოგიურ საკითხებს მოიცავს. ამ გზით ხელისუფლება საწვავის მოხმარების და მავნე ნივთიერებების გამოყოფის შემცირებას, ასევე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესში მომავალი მძღოლების აქტიურ ჩართვას ცდილობს.

ეკომართვის ბილეთების შემოღებას ქვეყანას ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს.

ახალი საგამოცდო ტესტების კითხვები და პასუხები მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.