რეზერვის გარდა ცვლილებები იგეგმება სამხედრო გაწვევის სისტემაშიც.
იმისათვის, რომ სამშობლოს წინაშე მოვალეობა წვევამდელებმა უკეთეს პირობებში მოიხადონ, ძალოვანი უწყებები სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემის რეფორმირებაზე საუბრობენ.
გაწვევის კუთხით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად დახურულ კარს მიღმა მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ შეიარაღებულ ძალებში გაწვევის სისტემაში გარკვეული ცვლილებები უკვე მოხდა. შედეგად, წვევამდელები იგივე მომზადებას გადიან, რასაც საკონტრაქტო პროფესიული სამხედრო მოსამსახურეები, გაიზარდა ხელფასი, სურვილის შემთხვევაში კი სამხედრო მოსამსახურეებს შეიარაღებულ ძალებში მსახურებაც შეუძლიათ.