ცვლილებები ენერგოპროექტების მხარდასაჭერად

შეღავათით ისარგებლებენ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობით დაინტერესებული კომპანიები.

ინვესტორებს სამშენებლო სამუშაოებამდე ჩასატარებელი კვლევების პროცესში საბანკო გარანტიების წარდგენა აღარ მოუწევთ. მსგავსი შეღავათი უკვე მოქმედებს მზის და ქარის ელექტროსადგურებისთვის. სამთავრობო დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებს დადებითად ხვდება ენერგეტიკული სექტორი. მოლოდინია, რომ სიახლე ბაზარზე ახალი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.