ცვლილებები დაგროვებით საპენსიო სისტემაში

დაგროვებით საპენსიო სისტემაში დანერგილი სიახლე ამოქმედებიდან ორ თვეში შეიცვალა.

აგვისტოდან 40 წლამდე მოქალაქეების საპენსიო დანაზოგები მაღალ რისკიან პორტფელებში დააბანდეს, რაც გარკვეულ რისკებთან ერთად უფრო მაღალი სარგებლის მიღებასაც გულისხმობდა. ცვლილება დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართულ პირს უფლებას აძლევდა, რომ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში პორტფელი შეეცვალა. თუმცა, ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატის ინიციატივით, ახლად ამოქმედებულ კანონში ცვლილება შევიდა. ეს ნიშნავს, რომ მომავალი წლიდან ყველა ასაკობრივი ჯგუფის საპენსიო დანაზოგი კვლავ დაბალ რისკიან პორტფელში დაბრუნდება, თუმცა მოქალაქეს საკუთარი სურვილით მისი შეცვლის უფლება ექნება.

მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, რისკებთან ერთად რა სარგებლის მიღების შესაძლებლობას აჩენს საპენსიო დანაზოგის დაბალ რისკიანიდან, საშუალო და მაღალ რისკიან პორტფელში გადატანა.