„ლელოს“ განცხადება

„ხელები შორს ჩვენი საპენსიო დანაზოგებიდან“ – ამ სლოგანით „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა საპენსიო ფონდის ოფისთან ბრიფინგი გამართა. გიგლა  მიქაუტაძემ ფონდის საქმიანობისა და გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააგენტოს მენეჯმენტი ჯერ ისევ არასრულყოფილია და საინვესტიციო პოლიტიკა არ გააჩნია.

„ლელო საქართველოსთვის“ მთავრობას მიმართავს, მოქალაქეების მიერ საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა სახელმწიფო კომპანიებში ინვესტირებაზე არ გამოიყენონ. „ლელო საქართველოსთვის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას საინვესტიციო სამსახურის უფროსის მოადგილე გამოეხმაურა.