ცვლილებები ბავშვზე ზრუნვის პროგრამაში

სექტემბრიდან ბავშვების ბიოლოგიური ოჯახებისგან განრიდება ახალი მექანიზმებით დარეგულირდება. პროცედურა რთულდება. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ოჯახიდან მცირეწლოვნის გასაყვანად მხოლოდ სოციალური მუშაკის მიერ ჩატარებული მოკვლევა და შესაბამისი დასკვნა საკმარისი აღარ იქნება, საჭირო ხდება სასამართლოს ნებართვაც.

კანონმდებლობის გამკაცრების მთავარი მიზეზი სოციალური მუშაკების მხრიდან გადაცდომების პრევენციაა. ბოლო წლების ტენდენცია აჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად ბავშვების განრიდების საფუძველი ოჯახური ძალადობა და არასათანადო სოციალური გარემოა.