ცვლილება აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში

აგროდაზღვევის პროგრამაში ცვლილებებია.

სხვა კულტურებთან 70%-იანი თანადაფინანსება ვაზზეც გავრცელდება. პროგრამის გაფართოების მიზეზად ბენეფიციართა რაოდენობის მატების ინტერესი სახელდება. მაგალითად, კახეთში, ვენახების სიმრავლის მიუხედავად, სადაზღვევო პროგრამით სარგებლობის მსურველთა რაოდენობა მაინც დაბალია. თავის მხრივ ფერმერები აგროდაზღვევის მიმართ დაბალ ინტერესს ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემებით ხსნიან.