მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“კლინიკაში, ამ დროისთვის საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი არ იმყოფება. კლინიკიდან გაგზავნილი ხუთივე პაციენტის ტესტის პასუხი, უარყოფითია.
მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, სულ 16 პირი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან. უკვე მერვე დღეა, რაც მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მარნეული წითელ ზონად 23 მარტს გამოცხადდა. მუნიციპალიტეტი 18 მაისს გაიხსნება.