როდის განაახლებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჯერ უცნობია. ტელევიზიის თანამშრომლებს კოვიდ-19-ზე ტესტირება ჩაუტარდათ. ყველა პასუხი უარყოფითია. მიუხედავად ამისა, 10 პირი რჩება თვითიზოლაციაში. მათ უშუალო კონტაქტი ქონდათ ინფიცირებულ თანამშრომელთან. არ არის გამორიცხული, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა ხვალიდან განაახლოს. მაუწყებელში უკვე გატარდა კოვიდპროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები.