კასპის მუნიციპალიტეტის სოფლები, ახალციხე და ნოსტე უკვე 30 წელია სარწყავი წყლის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივები ძირითადად მესაქონლეობით ირჩენენ თავს. სოფლებში, სადაც 550 კომლი ცხოვრობს, პრობლემურია სასმელი წყალიც. ის დღეში რამდენიმე საათი გრაფიკით მოდის. ზაფხულში კი რამდენიმე უბანს სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდება. ახალციხესა და ნოსტეში არც ბუნებრივი არი აქვთ.
როგორ აპირებს კასპის მუნიციპალიტეტის მერია ამ პრობლემების მოგვარებას და მანამდე როგორ უწევთ ადგილობრივებს თავის გატანა, ნახეთ ნინო ფისაძის და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟში.