სოფელ ხოვლეს მოსახლეობის მოთხოვნა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მოსახლეობა სოფელთან დამაკავშირებელი გზის გაკეთებას ითხოვს.

შვიდ კილომეტრიანი გზის მონაკვეთი სოფელს ორ რაიონულ ცენტრთან აკავშირებს და 15 კილომეტრით მოკლეა იმ გზასთან შედარებით, რომლითაც ადგილობრივები ახლა სარგებლობენ. ხოვლეს მცხოვრებლები ამბობენ, რომ ძველი გზა, რომლის გაკეთებასაც ითხოვენ, ყოველთვის სოფლის მთავარი გზა იყო. ამ მოთხოვნით ხოვლეს მოსახლეობამ მერიას არაერთხელ მიმართა.

ნინო ფისაძის და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი.