თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსი მოქალაქეებს ახალი წლის დღეებში ცხოველების სიახლოვეს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, ხმაური და ფეიერვერკები ცხოველებზე ცუდ გავლენას ახდენს, მათში აგრესიას იწვევს. მისი თქმით, პიროტექნიკის არასწორად გამოყენებამ ან პიროტექნიკის ცხოველებზე ზემოქმედებამ, შესაძლოა, საფრთხე არამარტო ცხოველებს, არამედ ბავშვებისა და ადამიანების სიცოცხლესაც შეუქმნას.