ცხენის ხორცის უკანონო რეალიზაციის 12 შემთხვევა. სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სახეობრივ კვლევას 2017 წლის მარტიდან აწარმოებს. საქართველოს მასშტაბით 90 ნიმუში აიღეს. დარღვევები საზოდაგოებრივი კვების ობიექტებში და მზა პროდუქციაში დაფიქსირდა. აქედან 11 შემთხვევაში დადგინდა ცხენის ხორცის, 1 შემთხვევაში კი ვირის ხორცის რეალიზების ფაქტი. ობიექტების მეპატრონეები 1000 ლარით დაჯარიმდნენ და საეჭვოდ მიჩნეული პროდუქტის ბაზრიდან ამოღება დაევალათ. „მოამბე“ დაინტერესდა დამრღვევი ობიექტების მდგომარეობით, აღმოჩნდა რომ უმეტესი ნაწილი დღეს დალუქულია,Nნაწილი კი აცხადებს, რომ ხორცი რეალიზაციისთვის ბაზარში შეიძინა, შესაბამისი საბუთი კი არ მოუთხოვია.