გულის მსოფლიო დღე

დღეს გულის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელიც უერთდება. გადაცემამ „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ თანამშრომლები შემეცნებით შეხვედრაზე, სახელწოდებით „მოვუსმინოთ გულს“ მიიწვია.

დისკუსიის ფარგლებში ექიმებმა ისაუბრებს, რამდენად მნიშვნელოვანია გულის პრობლემების ამოცნობა და როგორ უნდა მოვიქცეთ კრიტიკულ სიტუაციაში.

მარი მალაზონიამ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, თუ როგორი უნდა იყოს ჯანსაღი კვება გულის დასაცავად.

შეხვედრის მონაწილე ექიმებმა შეკითხვებსაც უპასუხეს.