საზღვარგარეთ საქართველოს ყველა დიპლომატიური მისია და საკონსულო დაწესებულება, რომელიც კორონავირუსის აქტიური გავრცელების ზონაში მდებარეობს, ცხელი ხაზის დამატებით ნომრებს გახსნის. საქართველოს საელჩო, იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციებს დაემორჩილონ.
ვირუსის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეები რომში საქართველოს საელჩოს უნდა დაუკავშირდნენ ნომერზე: +333 88 79 123. ამოქმედდა ასევე საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის დამატებითი ორი ნომერი.