ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება შუახნის მამაკაცი, რომლის უკანონოდ დაკავებაც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ სცადეს. მევლუდ ხაზარაშვილის ექიმის განმარტებით, მას სახის არეში გარეგანი დაზიანებები აღენიშნებოდა და კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად ტვინის შერყევა დაუდგინდა. პაციენტი ამ დრომდე თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობს. მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების მცდელობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.