გელათის მონასტრის თაობაზე იუნესკო-ს ანგარიშის შესახებ, რომელიც გუშინ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გაასაჯაროვა, გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრი ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, იკომოსისა და იკრომის ერთობლივი მისიის ანგარიში არსებითად ემთხვევა გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ 2023 წლის 27 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის შინაარსს.