მერაბ ღოღობერიძემ და ირაკლი ჩხვირკიამ ციხე ვადაზე ადრე დატოვეს.
ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებაში მსჯავრდებულების საქმეზე გადაწყვეტილება პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მიიღო.
შეგახსენებთ, ბათუმის საქალაქო სასამართლო მათ საქმეს 8 თვის განმავლობაში განიხილავდა და ბრალდებულების მიმართ მოსამართლემ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. დაკავებულებს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით შეეფარდათ. ღოღობერიძე და ჩხვირკია თავს დამნაშავედ არ თვლიან და საქმეზე სამართლებრივ დავას განაგრძობენ.