პროკურატურის მიმართვა სასამართლოს

მოუწევს თუ არა ნიკა მელიას ციხეში წასვლა – სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საქმეზე დიდი ალბათობით ხვალ იმსჯელებს.

გარკვეულია, რომ სხდომა დღეს არ ჩაინიშნება. პარლამენტის თანხმობის და სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ პროცესები ახლა სწორედ სასამართლოში ინაცვლებს, სადაც პროკურატურის შუამდგომლობა ცოტა ხნის წინ შევიდა. ახლა მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, გაიზიარებს თუ არა ბრალდების მხარის სამართლებრივ არგუმენტებს და შეუცვლის თუ არა მელიას გირაოს პატიმრობით.