ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი აირჩიეს. შოთა წურწუმიას მხარი 15 ოპოზიციონერიდან 14 დაუჭირა, ერთი ხმა გაბათილდა. „ქართულ ოცნებას“ მონაწილეობა კენჭისყრაში არ მიუღია. დღესვე უნდა აირჩიონ თავმჯდომარის მოადგილეები და კომისიების ხელმძღვანელები. ჩხოროწყუს საკრებულოს 27 წევრიდან, 12 მანდატი „ქართული ოცნებას“ აქვს, 7 – „ნაციონალურ მოძრაობას“, 7 – პარტია „საქართველოსთვის“ და ერთი მანდატი „ლელო – საქართველოსთვის“.