ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა

საკრებულოს თავმჯდომარე დღესაც ვერ აირჩიეს ჩხოროწყუში. სხდომა ჩაიშალა. ფარული კენჭისყრის შედეგად, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა 13 ხმა მიიღო, გიორგი გახარიას პარიის წევრმა  – 12.  დასამტკიცებლად კი 14 ხმაა აუცილებელი. კენჭისყრის მეორე ტურის ჩატარებამდე, სხდომა ოპოზიციამ დატოვა, შესაბამისად, ის ერთი კვირით გადაიდო. შეგახსენებთ, „ქართულ ოცნებას“ – 12, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 7,  გიორგი გახარია -„ საქართველოსთვის“ ასევე – 7, „ლელოს“ კი ერთი წარმომადგენელი ჰყავს ჩხოროწყუს საკრებულოში.

მოამბე