საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო რეჟიმი დაწესდა. მოქალაქეები ქვეყანაში ვიზის გარეშე დარჩენას 30 დღის განმავლობაში შეძლებენ. ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიიღეს. უვიზო რეჟიმის დაწესებას აფასებენ პოლიტიკოსები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ, თუმცა, ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებელია ასევე სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან.