ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული დღე

ჩინეთი ეროვნულ დღეს აღნიშნავს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 74 წელი წლისთავის აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით საქართველოს პრემიერი გამოვიდა. აქცენტი გაკეთდა კულტურის, ისტორიისა და სხვადასხვა მიმართულების მიღწევებზე. ისაუბრა ასევე საგარეო პოლიტიკასა და ქვეყნებს შორის მეგობრობაზე. ძალიან ვაფასებთ ჩინეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თავის მხრივ, საქართველო იცავს „ერთი ჩინეთის პრინციპს“ და ეს ურთიერთსოლიდარობა ქმნის მყარ საფუძველს ჩვენს ერებს შორის მტკიცე კავშირისთვის. ამ კავშირების დასტურად, ჩემი წლევანდელი ვიზიტი ჩინეთში არის ის მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც მათ სტრატეგიული პარტნიორობის საპატიო დონემდე ამაღლებს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და გაგებაზე. აღინიშნა ღარიბაშვილის მხრიდან.