„ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი“ – ასე ჰქვია ჟურნალისტ რატი მუჯირის პირველ წიგნს, რომლის პრეზენტაციასაც მწერალთა სახლმა უმასპინძლა. დოკუმენტური პროზა ცხელ წერტილებში ჟურნალისტის მუშაობისას გადახდენილ ამბებზე გვიყვება. ნაწარმოების პერსონაჟები რეალური ადამიანები არიან.
მთავარ გმირს, მაჰმუდს კი ავტორი 2012 წელს, სირიის საზღვარზე შეხვდა. წიგნი საუკეთესო საშუალებაა მკითხველისთვის, ახლოს გაეცნოს და მეტი გაიგოს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობენ რეპორტიორები კონფლიქტის ზონებში, რა ხდება კადრს მიღმა და იცოდეს ისიც, რაც ეთერში ვერ მოხვდა.
წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა.