ცნობილი ფოტოხელოვანი ახალ ალბომზე მუშაობს. პროექტ „ჩემი საქართველოს“ ფარგლებში ბადრი ვადაჭკორიას ავტორობით კიდევ ერთი წიგნი გამოიცემა. ალბომი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გადაღებულ ღირსშესანიშნაობებს და პეიზაჟებს გააერთიანებს. ფოტოხელოვანი საქართველოს რეგიონებში ერთი წელია მოგზაურობს. მის ობიექტივში უკვე არაერთი საინტერესო ადგილი მოხვდა.
ფოტოგრაფის ნამუშევრები დასაბეჭდად უკვე მზად არის.
ბადრი ვადაჭკორიას ახალი ფოტოალბომით ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო ახლოს გაცნობას, უახლოეს მომავალში შეძლებთ.