ჩანგილარის და ლევიტანას მოსახლეობის მოთხოვნა

„მოამბე“ განაგრძობს რეგიონებიდან რეპორტაჟების მომზადებას.

ამჯერად ჩვენი ყურადღება კასპის რაიონში ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულმა სოფელმა ჩანგილარმა მიიქცია, სადაც განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას. დასახლებას საკუთარი სასწავლო დაწესებულება არ გააჩნია, ამიტომ მშობლებს შვილების ტარება განათლების სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ახლომდებარე სკოლაში უწევთ. თუმცა, ფერმაში მდებარე სკოლაშიც ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯენელი მოსწავლეები დადიან, რის გამოც ბავშვებს ქართულენოვანი სასკოლო პროგრამების ათვისება უჭირთ. მეტი ინტეგრაციითვის და სახელმწიფო ენის უკეთესად ასათვისებლად, ადგილობრივებს შვილები შორს, ანუ შერეულ სკოლებში დაჰყავთ, რაც ხარჯებთანაა დაკავშირებული.