ჩაის ცერემონია ბოტანიკურ ბაღში

იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით ბოტანიკურ ბაღში დღეს ჩაის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საგანგებოდ მოწვეული ჩაის ოსტატები და შემსრულებლები – იუ კომაკი და ტოშიკო ონერი უძღვებოდნენ. იაპონური ჩაის ცერემონია ანუ ჩანოიუ, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჩაის გზა, ანუ ჩადო ან სადო, სტუმრების წინაშე დაფქული მწვანე ჩაის რიტუალურ მომზადებას წარმოადგენს. იაპონური ჩაის დამზადების ცერემონია ოთხი ნაწილისგან შედგება: ჰარმონია, პატივისცემა, სიწმინდე, სიმშვიდე.

ბოტანიკური ბაღის დირექტორის განცხადებით, იაპონური ბაღი უკვე წლებია საკურას ფესტივალს მასპინძლობს, ჩაის ცერემონია კი იაპონური კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.