იასამნების ყვავილობა ბოტანიკურ ბაღში

საქართველოს ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობა დაიწყო. 50 წელზე მეტია, რაც რეკრეაციულ ზონაში სირინგარიუმია გაშენებული და ის მთელ ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უდიდესია. ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა ჯიშის იასამანი ყვავილობს. ტერიტორიის დათვალიერება ვიზიტორებს აღდგომის დღეებშიც შეეძლებათ.