ყვავილების ფესტივალი

თბილისის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთ ყველაზე ფერად და სურნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. ბოტანიკურ ბაღში შემოდგომის ყვავილების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. ადგილზე მოსულ ვიზიტორს საშუალება აქვს, ადგილზე გაეცნოს ქრიზანთემების კოლექციას, ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეასა და სანერგე მეურნეობის პროდუქციას. ღონისძიების ფარგლებში, ასევე ტარდება სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის თიხის ძერწვისა და საშემოდგომო გვირგვინების დამზადების მასტერკლასები.