„ცენტრ-პოინტის“ საქმის „მიონის” ეპიზოდზე, მაია რჩეულიშვილი ჩვენების მისაცემად არ გამოცხადებულა.
მაია რჩეულიშვილმა პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი გამოგზავნა, რომელშიც მითითებულია, რომ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით რჩეულიშვილი სხდომის ოქმების გადმოცემას ითხოვს, რათა გაეცნოს საქმის მასალებს და ამის შემდეგ ჩვენების მისაცემად მოემზადოს.
საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში რჩეულიშვილი სხდომას არ ესწრებოდა და ცხადდებოდა მხოლოდ მისი ადვოკატი.