"ცენტრ პოინტის" დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით, სამმხრივი შეხვედრა გაიმართება

“ცენტრ პოინტის” დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით, სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. “ცენტრ პოინტის” დაზარალებულების ნაწილი დღეს თბილისის პროკურორის მოადგილეს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც კომპანია “ცენტრ პოინტსა” და კომპანია M2 შორის უნდა გაფორმდეს. დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კომპანია დაზარალებულ მენაშენეებს, კომპანია “ცენტრ პოინტსა” და M2-ის მონაწილეობით, სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, სადაც სწორედ დაუსრულებელი ობიექტების საკითხებს განიხილავენ.

დაზარალებული მენაშენეების ნაწილის განცხადებით, ისინი არანაირ დოკუმენტაციას ხელს არ მოაწერენ, თუ პროცესში კვლავ “ცენტრ პოინტი” იქნება მშენებელ კომპანიად წარმოდგენილი, ასევე, მათი განცხადებით, ისინი ითხოვენ მხოლოდ M2-თან ოფიციალურად დოკუმენტაციის გაფორმებით მოხდეს მათთან შეთანხმება.

მათი თქმით, გამოძიების შეწყვეტას და მსჯავრდებულებთან რუსუდან კერვალიშვილთან და მაია რჩეულიშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ დათანხმდებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.