თბილისი ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრას მასპინძლობს.
ჯგუფი შეხვედრაზე განიხილავს საქართველოში ცე ჰეპატიტის პროგრამის შედეგებსა და მიღწევებს, წინა რეკომენდაციებით გათვალისწინებული საკითხების მდგომარეობას, ასევე ცე ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში მიღწეულ პროგრესსა და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებს.
ღონისძიებაზე საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები შედიან, შეაფასებს ჩატარებულ სამუშაოებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს ელიმინაციის მომდევნო ფაზების შესახებ. შეხვედრები რამდენიმე დღე გაგრძელდება.